вторник, 1 августа 2023 г.

 

ასწავლო პროექტის ავტორი: ჯილდა მესხიშვილი

ქალაქი

თბილისი

სკოლა

სსიპ ქ. თბილისის N154 საჯარო სკოლა

 

სწავლების საფეხური: 71 კლასი

საგანი: ინგლისური ენა

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

 

პროექტის დასახელება :   „ჯანსაღი ცხოვრების წესი“

პროექტის მიზანი

     მოსწავლეები განიხილავენ და იმსჯელებენ, მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ,  ცხოვრებისეულ პრობლემებს რომელიც ძირითადად ეხება ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას.  მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან და იმსჯელებენ ჯანსაღი ცხოვრების მთავარ ფაქტორებზე.  პროექტის პირველ ეტაპზე ჩაატარებენ ანონიმურ კვლევას პარალელ მე-7 კლასებში და დააგდენენ თუ რამდენი პროცენტი არის ნიკოტინზე დამოკიდებული, რამდენი მათგანი იღებს სასმელს, რამდენი ბავშვია ჩართული სპორტულ აქტივობებში და იკვებებიან თუ არა ისინი ჯანსაღი საკვებით. გაეცნობიან   საერთაშორის ექსპერტების მოსაზრებებს კვებითი პირამიდის შესახებ და ჯგუფებად იწყებენ მუშაობას პროექტის პრეზენტაციის წარმოსადგენად    

    ასევე, გაეცნობიან იმ ელემენტებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ ჯანსაღად განვითარდეს     მოსწავლე.  

 პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება საინფორმაციო სახის პრეზენტაცია -გაკვეთილი, რომელსაც წარმოადგენენ დამრიგებელთან ერთად ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროექტის საფუძველი: საგნობრივი სტანდარტი, წარნოდგენილი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით

პროექტის გრძელვადიანი სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები 

გაიაზრებენ ჯანსაღი ცხოვრების სტილის აუცილებლობას და დანერგავენ მას თავის ცხოვრებაში; 

პროექტის მოკლევადიანი სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

 ● მოიძიებენ და გაანალიზებენ  ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების შესახებ;

● დააკვირდებიან და აღწერენ საკუთარ კვების რაციონს;

 ● განიხილავენ საქართველოში არსებულ და დამკვიდრებულ მავნე ჩვევებს.  

 ● იმსჯელებენ ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე ადამიანის ცხოვრების სტილთან მიმართებაში;

 ● გამოიყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის მოსაპოვლებად;

● წარადგენენ პრეზენტაციას კლასელებისა და მასწავლებლების წინაშე

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები 

ზოგადი კითხვა 

● როგორ შეიძლება გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრება პოპულარული? თემატური კითხვები 

● რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

● რომელია აუცილებელი ელემენტები მოზარდის განვითარებისთვის?

● რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ადამიანებს რომლებიც არ იცავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს?

 ●რა აუცილებელ ინფორმაციას უნდა ფლობდეს მოზარდი იმისთვის რომ იყოს ჯანსაღი?

შეფასების სქემა

შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)

პროექტის მსვლელობის ეტაპი

 

შეფასების მეთოდ (ებ) ი

შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)

პროექტის დასაწყისში

დისკუსია

დისკუსიის რუბრიკა

პროექტის მსვლელობისას

  დებატები ●გამოკითხვა ●პოსტერი ●დისკუსია

●დებატების შეფასების რუბრიკა

●პოსტერის შეფასების რუბრიკა

 ●დისკუსიის შეფასების რუბრიკა

პროექტის დასრულების შემდეგ

პროექტის შეფასების სქემა მასწავლებლის პრეზენტაცია

თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა

შეფასების მოკლე მონახაზი

მათინამუშევრისსაბოლოო           შეფასებისთვისაც. პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა, ასევე, უნდა გამოიყენონ პოსტერის        შეფასების სქემა. მოსწავლეებს თხოვეთ თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენონ    მათი შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება.   საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოვიყენეთ პროექტის შეფასების სქემა და შესწორებები შევიტანეთ ჯგუფებისთვის დაწერილ ქულებში ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით. შევაფასე მოსწავლეთა მონაწილეობა საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: როგორ შეიძლება გავხადოთ  ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი მუდმივი თანამგზავრი?

სხვა საკითხები  წინარე ცოდნა: 

 ● კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები

● ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები

● ტექნიკური უნარ-ჩვევები

·         ნიკოტინისა და სხვა მავნე ნივთიერებების ბიოლოგიური მახასიათებლები

სასწავლო პროცედურები

პროექტის დასაწყისი

    პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს ვაყურებინე საინფორმაციო სახის ვიდეო, რომელშიც აღწერილი იყო   მოზარდების ცხოვრების სტილი და პრობლემები,  რომელიც  არის გამოწვეული არაჯანსაღი ცხოვრების           სტილით. შემთხვევების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე დაფიქრებულიყვნენ და ემსჯელათ   პროექტის შინაარსზე. გავმართეთ დისკუსია მოსწავლეებთან შემდეგ თემებზე:

 ● რომელი საჭმელი არის ყველაზე პოპულარული თინეიჯერებში?

● რომელი საჭმელი შეიძლება მივიჩნიოთ ჯანსაღ კვებად?

● რა ვიცით ვიტამინებისა და კალორიების შესახებ?

● რა როლს ასრულებს ვარჯიში და სწორი ძილი ჩვენს ცხოვრებაში?  

ზოგადი კითხვის დასმის შემდეგ, გავმართეთ განხილვა სრულ კლასში. დისკუსიის მსვლელობისას     დავსვი დამატებითი შეკითხვები მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად. მოსწავლეებმა, ჯერ ჯგუფებში და შემდეგ პარალელურ კლასეში  ჩაატარეანონიმური გამოკითხვა და შეავსეს  დიაგრამა, ამის საშუალებით გამოთვალეს მავნე და სასარგებლო ჩვევების პროცენტულობა. ავუხსენი  მოსწავლეებს მოცემული        პროექტის ფარგლებში, როგორ იმუშავებენ თემატურ და ზოგად კითხვებზე და პარალელურად როგორ           შეიმუშავებენ ჯანსაღი ცხოვრების საინფორმაციო ფლაერს. ამის შემდეგ ამოვაპრინტერეთ ეს ფლაერები და გავაკარით სკოლის კედლებზე თვალსაჩინოების მიზნით. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და ვთხოვე მოეძებნათ ინფორმაცია იმაზე თუ რა ზეგავლენას ახდენს    კვება ჯანსაღ ცხოვრებაზე. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჯგუფებში და გაუზიარეს ის თანაკლასელებს ინფო გრაფიკის          მეშვეობით

 

მესამე ეტაპი:

      პროექტის საბოლოო პროდუქტის მოსამზადებლად ჩავატარეთ გონებრივი იერიში. მოსწავლეებმა    გაიხსენეს და დაალაგეს ჯანსაღი ცხოვრების მთავარი მახასიათებლები პრიორიტეტების მიხედვით.         თითოეულ პრიორიტეტულ საკითხისთვის მოიფიქრეს სამი აუცილებელი პირობა შესასრულებლად.  მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე თუ რამდენად ახდენს ზეგავლენას მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების          არჩევანზე მედია რეკლამა.  დაწვრილებით განვიხილეთ საბოლოო პროექტი, სადაც მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ და დაწვრილებით იმსჯელონ იმ პრირიტეტულ საკითხებზე რომელიც გახდის ჯანსაღი          ცხოვრების სტილს მაქსიმალურად მიმზედველს და პოპულარულს მოზარდებში. ავუხსენი მოსწავლეებს

რომ მათ უნდა წარუდგინონ აუდიტოიას და შექმნან პროდუქტი, რომელიც მათ ძირითად მოსაზრებებს            დაადასტურებს, კერძოდ საიფორმაციო ბუკლეტი.  

დიფერენცირებული სწავლება 

ნიჭიერი მოსწავლეები 

 ● ყურადღება მიაქციეთ, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და        პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების       შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

● წაახალისეთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ

რესურსები:

 ● ლეპტოპი

● პროექტორი

● ინტერნეტ კავშირი

 ● ფერადი ფურცლები

● მარკერები

● პრინტერი

 

პროექტის რეფლექსია

მოცემული პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, გაათვიცნობიერეს ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი პრინციპის მნიშვნელობა. პროექტის ბოლოს წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელზეც სრულად იყო ასახული ყველა პროექტის განმავლობაში განხილული პრიორიტეტული საკითხები, რის შემდეგაც წარმოდგენილი იქნა მისი შესრულებისათვის აუცილებელი პირობები.

ამით ვთვლი, რომ პროექტის მოკლევადიანი სასწავლო მიზნების მიღწევა დადასტურებული იქნა. რაც შეეხება პროექტის გრძელვადიან მიზანს, მისი შესრულებისათვის აუცილებელია როგორც ოჯახის, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით თემატური ლექსიკური ერთეულები პროექტის ფარგლებში ვგეგმავდი მოსწავლეებს ჩაეტარებინათ გამოკითხვები პარალელურ კლასებში, რის შემდეგაც ბავშვებმა თავად წარმოადგინეს გამოკითხვის შედეგები დიაგრამის სახით.

შემდეგი ეტაპი ფლაერების მომზადება იყო. სადაც წარმოდგენილია ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი სლოგანი, რომელიც ამოვაპრინტერეთ ფერად ფურცლებზე და მოვათავსეთ თვალშისაცემ ადგილას. ვფიქრობ, პროექტის ყველაზე წარმატებული ეტაპი ბოლო ეტაპი იყო. ვინაიდან, სწორედ ამ ეტაპზე გამოავლინეს მაღალი აქტივობა, პროექტის საბოლოო შეჯამება წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. შემაჯამებელ გაკვეთილზე ბავშვებმა მიიღეს უკუკავშირი, და მიიღეს საჭირო რჩევები. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა არა მარტო იმუშავეს ენობრივი კომპეტენციის დახვეწასა და განვითარებაზე არამედ მათ განუვითარდათ გამჭოლი კომპეტენციის უნარი. პროექტის ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობდა აქტივობების მოდიფიცირება.

ვფიქრობ დღესდღეობით, აღნიშნული პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ აქტუალურია რათა ბავშვებმა შეძლონ ცუდისა და კარგის გარჩევა. ასევე ჩემი მხრიდან საჭირო გახდა დამატებითი დახმარების (სკაფოლდინგის) გაწევა, იმისათვის რომ აქტივობები დაძლევადი იყოს მოსწავლეებისათვის.

პროექტის სუსტ მხარედ მივიჩნევდი იმას, რომ უფრო მეტი საშუალო საფეხურის მოსწავლის ინფორმირება მოგვეხდინა, რადგან საშუალო საფეხურზე - მეტია მავნე ჩვევების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.

 

 


 

Комментариев нет:

Отправить комментарий

IV 2   კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო პროექტში ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“.  ოთხ ჯგუფად  დაყოფილმა მოსწავლეებმა გააკეთეს შესაბა...